ვაშენებთ ხიდებს


ტრეინინგი გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებისთვის

29 იანვარი 2010
დასრულდა ტრენინგები გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელთათვის, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივამ” ჩაატარა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფინანსური მხარდაჭერით (2010 წლის 20-23 და 25-28 იანვარი). ოთხდღიანი ტრეინიგის კურსი ინსპექტირების პროცედურებისა და პრაქტიკული ასპექტების შესახებ გაიარა ინსპექციის ინსპექტირების სამსახურის და ტერიტორიული ორგანოების ინსპექტირების განყოფილებათა 37 თანამშრომელმა.
ტრეინინგზე განხილული იყო როგორც დაბინძურების ობიექტების, ისე ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე რეგულირების ობიექტების ინსპექტირებისთვის დამახასიათებელ სპეციფიური საკითხები, როგორიცაა:
•    ინსპექტირება და მისი სახეები, ინსპექტირების დაგეგმვა და მისი ეტაპები;
•    გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ), როგორც ინფორმაციის წყარო და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების ხელშეწყობის საშუალება;
•    ტყის მდგრად მართვასთან დაკავშირებული ძირითადი მიდგომები;
•    გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენცია (CITES);
•    ადგილობრივ ხელისუფლებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან თანამშრომლობის შესაძლებლობები;
•    სხვა საკითხები.

ტრეინიგზე გათვალისწინებული იყო სამუშაო ჯგუფებში პრაქტიკული სამუშაოების შესრულება, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი იყო ერთმანეთისათვის გამოცდილების გადაცემის თვალსაზრისითაც. ეს საკითხებია:
•    ინსპექტირების გეგმების შედგენა კონკრეტული გარემოს დამაბინძურებელი ობიექტის ინსპექტირებისთვის; ტყითსარგებლობის ლიცენზიის მფლობელი რეგულირების ობიექტისათვის; სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის მფლობელი რეგულირების ობიექტის ინსპექტირებისათვის;
•    ინსპექტირების გეგმის შედგენა CITES-კონვენციის მიხედვით რეგულირებადი სახეობებით ვაჭრობის წესების დაცვის შესამოწმებლად;
•    უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობისა და თევზჭერის წინაღმდეგ ბრძოლის ინსპექციის რეგიონული ბიუროს გეგმის მომზადება;

ტრენინგების დასასრულს მოხდა ტესტირების საშუალებით მონაწილეთა მიერ ოთხი დღის განმავლობაში მიღებული ცოდნის თვითშეფასება. მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ჩატარებული ტრენინგების ანგარიში, მონაწილეთა მიერ დისკუსიების დროს წამოჭრილი ზოგიერთი მნიშვნელოვანი პრობლემებისა და მომავალი საჭიროებების ჩათვლით, წარედგინება ინსპექციის ხელძღვანელობას.




წინ
Copyright © 2009 - 2010 Created by Neomedia